
ავტორი
Front News საქართველო
ექიმების მრავალპროფილურმა ჯგუფმა და მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვეს.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ამ ეტაპზე, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის შეიძლება ნებისმიერ წუთას დამძიმდეს.
”ამ დროისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელია. გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა, ასე რომ ჯერ პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გადასაყვანია მაღალპროფილურ საავადმყოფოში.
სააკაშვილს, ჩვენ, მე პირადად მაქვს ის პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მკვლელობაა”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
23-ე დღეა, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს