
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს უფრო სუსტი იყო.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხვალ დამატებითი ტესტები გაუკეთდება.
“მისი მდგომარეობა დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი იყო. ყველანაირი ტესტები გაუკეთდება, რაც ადრე გაუკეთდა, გავიმეორებთ. ვაპირებთ ტესტების გაკეთებას ხვალ და შემდეგ ანალიზებს. ახლა უკვე ორი კომისია გვაქვს, ერთი წინა კომისია და ახალი არის ალტერნატიული, შემდეგ ალბათ, ყველას მოვიწვევთ ერთად და გავაკეთებთ დასკვნას. წნევის თამაში იყო, პულსი სხვადასხვა იყო დღის განმავლობაში.
ციხის ექიმებთან ერთად, პრეზიდენტს ვთხოვეთ, ერთი ტესტის გაკეთების უფლება მოგვცეს, რადგან არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. ტესტების გაკეთება ძალიან კარგია ჩვენთვისაც და მისთვისაც. ჯერ ტესტები უნდა გავუკეთოთ ხვალ. მინდა, რომ ხვალ ის ორი ჯგუფი შევიდეს ექიმების, თუმცა ეს ჩემი ინდივიდუალური აზრია“, – განაცხადა ექიმმა.
თაგები:
ნიკოლოზ ყიფშიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს