
ავტორი
Front News საქართველო
პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად კარგად გრძნობს თავს, თუმცა სიარული უჭირს და სისუსტე აქვს.
მისივე თქმით, ამჟამად ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის.
“შეიძლება, დაჭირდეს კონსილიუმის ადრე დანიშვნა, ვიდრე სამშაბათს. ვნახოთ, დღევანდელი დღე როგორ იქნება. მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. ბოლო კვლევებს გავეცანი, წინასთან შედარებით დიდი განსხვავება არ არის. აქვს სისუსტე, უფერულობა. ვთქვათ, ადამიანს გრიპი გადახდა, დაახლოებით ასეა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო, ვნახოთ. ძირითადად ვისაუბრეთ ჯანმრთელობაზე. მე ახლა წავალ სახლში, დავურეკავ ციხის მთავარ ექიმს. შემდეგ უნდა გადაწყვიტონ, რაკი ხვალ ვგეგმავ მონახულებას. ჩემი რჩევა და რეკომენდაცია არის, კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს. ექიმებმა უნდა თქვან, რა გავაკეთოთ შემდეგ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს