Logo

ნიკოლოზ ყიფშიძე – ველოდებით შესვლას, ალბათ, შეგვიშვებენ

საზოგადოება
699
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი  ნიკოლოზ ყიფშიძე გორის სამხარდო ჰოსპიტალთან იმყოფება და მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად შესვლას ცდილობს. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მკურნალი  ექიმი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

 

“ველოდებით შესვლას, ალბათ, შეგვიშვებენ, გუშინ გვითხრეს, აუცილებლად შეგიშვებთო. მდგომარეობის შესახებ არაფერი არ ვიცით. დავრეკე დღეე მკურნალ ექიმთან და ტელეფონი არ აიღო”, – განაცხადა ყიფშიძემ. 

 

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ მის გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელი იყოს. 

 

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები