ნიკოლოზ სააკაშვილი – ადამიანის სიცოცხლეზე, დაავადებაზე და გაჭირვებაზე იძახიან, რომ ეს ფეიკია და იცინიან


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 20 ნოემბერს, 14:00 საათზე მთავრობის სახლთან ექიმების აქცია გაიმართება.
მესამე პრეზიდენტის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, დრო არ ითმენს და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში დაუყოვნებლივ გადაყვანა არის საჭირო.
მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყნის მაღალპროფილურ კლინიკებში არის მზაობა მისი სამკურნალოდ მიღების.
“წამზომი ჩართულია, დრო ძალიან სწრაფად გადის, 2-3 დღეში ადამიანი, პაციენტი, ამ შემთხვევაში არა პატიმარი, აუცილებლად უნდა გავიდეს უცხოეთში, სადაც რამდენიმე ქვეყანაში არის მზადყოფნა მაღალპროფილურ კლინიკებში მისი დახვედრის. მსოფლიო ზრუნავს მიშას ჯანმრთელობაზე და ჩვენ აქედან არ ვუშვებთ. ადამიანის სიცოცხლეზე, დაავადებაზე და გაჭირვებაზე იძახიან, რომ ეს ფეიკია და იცინიან. ეს ამაზრზენიც არის, შეურაცხმყოფელიც, ვთვლი, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი არა მიშასთვის, არა ჩვენი ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
თაგები:
ნიკოლოზ სააკაშვილი

ნიკოლოზ სააკაშვილი – ეს არის აღიარება და დასტური იმისა, რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება

ნიკოლოზ სააკაშვილი – მიშა! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიბე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისთვის