ნიკოლოზ სააკაშვილი – ეს არის აღიარება და დასტური იმისა, რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის მამა “ვივამედის” დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებას ეხმაურება.
“ეს არის აღიარება და დასტური იმისა, რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს. ამით ქ.ნ ნადირაძემ თქვა ის, რასაც დიდი ხანია, ამბობენ ექსპერტები. ყოველი წუთი ძვირფასია, დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი. გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ეს ყველაფერი ვივამედმა უნდა ხმამაღლა თქვას სასამართლოზე უკვე 9 იანვარს…
9 იანვარს მ.სააკაშვილის სასამართლოზე კლინიკა ვივამედმახმამაღლა უნდა აღიაროს პრეზიდენტის ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობა. კოლეგებო, ვიცი რა წნეხის ქვეშ იმყოფებით, მიუხედავად ამისა, ეს უნდა ითქვას”, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
“ვივამედის” დირექტორმა ნინო ნადირაძემ დღეს განაცხადა, რომ კლინიკა მიხეილ სააკაშვილის 9 იანვრის სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას ვერ გასცემს.
თაგები:
ნიკოლოზ სააკაშვილი

ნიკოლოზ სააკაშვილი – ადამიანის სიცოცხლეზე, დაავადებაზე და გაჭირვებაზე იძახიან, რომ ეს ფეიკია და იცინიან

ირაკლი კობახიძე – ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები, ამის პირდაპირი, გადატანითი და ყველანაირი მნიშვნელობით

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება