
ავტორი
Front News საქართველო
“მიშა!!!! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა,“ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპრეზიდენტის მამა აღნიშნავს, სხვა საშუალება შვილთან კომუნიკაციის მას ამ ეტაპზე არ აქვს. და იმედოვნებს, რომ ხმას ასე მიაწვდენს.
“მიშა!!!! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა, ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება. იცოდე, შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ, შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიბე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება. მალე შეხვედრამდე”, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnika.saakashvili.71%2Fposts%2F4413915845362759&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”207″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს