
ავტორი
Front News საქართველო
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი პენიტენციურ სამსახურს ღია წერილით მიმართავს.
“ღია წერილი პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელს
მოგმართავთ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი –
ჩემი შვილი უკვე მე 8 თვეა, არის პატიმრობაში, რომელიც არის აგრეთვე მძიმე ავადმყოფი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რომ შემდგარიყო მამა-შვილს შორის პაემანი, რომელიც დაშვებულია არსებული კანონმდებლობით (მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა რამდენჯერმე თქვენთან შემოიტანა განაცხადი ჩემს შესახებ, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს?!)
გთხოვთ გაერკვიოთ, რა ხდება? რა არის მიზეზი მშობლის მიერ შვილის არ ნახვისა.
მომეცით წერილობითი პასუხი და უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა.
საქართველოს მოქალაქე, პროფესორი ნიკოლოზ სააკაშვილი”, – აღნიშნულია მესამე პრეზიდენტის მამის მიმართვაში.
თაგები:
ნიკოლოზ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს