ნიკოლოზ სამხარაძე – არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა, თუ კონფერენციაზე მონაწილეობას გიკრძალავს შენივე პოლიტიკური ჯგუფი


ავტორი
Front News საქართველო
კონფერენციაზე მონაწილეობა ვერ ან არ უნდა იყოს რაიმე ასეთი სანქციის განმაპირობებელი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
“ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ კონფერენციაში მონაწილეობა, თან იმ კონფერენციაში, რომელიც ტარდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, რომელშიც თავის დროზე გამოდიოდნენ რეიგანი, ბუში და ა.შ ამ კონფერენციაში მონაწილეობისთვის პარტიას, რომელიც არის დამკვირვებელი ევროპის სოციალისტებში, რაიმე სანქცია მიიღოს. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება ალბათ ახსნა-განმარტება, თუ ასეთი მიუღებელია იმ კონფერენციაში მონაწილეობა, მაშინ საერთოდ უნგრეთის ადგილი ევროკავშირში როგორ არის? ეს ხომ ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყანაა და ამ ქვეყანაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ოფიციალური ვიზიტით და ამ ოფიციალური ვიზიტისას მას აქვს შეხვედრა უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აქვს ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბარი, აქვს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე საუბარი და თუ ამის გამო შეიძლება ვინმემ რაღაც სანქცია დაგვადოს, ეს ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. თუ რა თქმა უნდა, კითხვები აქვთ, კი ბატონო.
ეს ყველაფერი გამოწვეული იყო კონფერენციაზე მონაწილეობით, შესაბამისად, კონფერენციაზე მონაწილეობა ვერ ან არ უნდა იყოს რაიმე ასეთი სანქციის განმაპირობებელი. თუ ეს ასეა და მართლა მარტო კონფერენციაზე მონაწილეობაა, მაშინ არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა, თუ კონფერენციაზე მონაწილეობას გიკრძალავს შენივე პოლიტიკური ჯგუფი. თუ ეს მართლა ამის საფუძველია, მაშინ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ მათთან ამ საკითხზე და ჩვენ თვითონაც დავაყენებთ ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ”, – განაცხადა სამხარაძემ.
PES-ის ვიცე-პრეზიდენტ ქეთი პირის თქმით, PES-ის მომავალ სხდომაზე “ქართული ოცნებისთვის” სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მონაწილეობაა.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე – სამოქალაქო საზოგადოება უნდა ასახავდეს ქართული საზოგადოების ნებას და არა იმას, თუ რომელ დონორს რა პოლიტიკური ხაზის გატარება მოუნდება

ირაკლი აბესაძე – არა თუ პირადად გიგი უგულავას მიერ არ გადაკეტილა გზა, არამედ საერთოდ არ გადაკეტილა

მამუკა ახვლედიანი – მივლინებაში წავიდნენ თუ არა, ამის გადაწყვეტაც კი არ შეუძლიათ მოსამართლეებს, ვისი ბედი უნდა გადაწყვიტონ?