
ავტორი
Front News საქართველო
ნიკოლოზ სამხარაძე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“გვიან ღამით აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს გამოსწორდება მას შემდეგ, რაც საქართველო აღადგენს თავის იურისდიქციას აფხაზეთზე“, – წერს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს