Logo

ნიკოლოზ სამხარაძე ჩილელ სენატორს შეხვდა

პოლიტიკა
178
Frontnews image description

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ჩილეს რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩილეს სენატის წევრს, როხო ედვარდს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, განიხილეს საქართველოსა და ჩილეს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა და პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

ნიკოლოზ სამხარაძემ სენატორს მადლობა გადაუხადა ჩილეს მხრიდან საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ ქვეყანას საერთაშორისო პრობლემებზე, თითქმის ყველა საკითხთან მიმართებაში, თანმხვედრი პოზიციები აქვს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
 

Advertisement