
ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე ისლანდია უპირობოდ დაუჭერს მხარს საქართველოს წევრობას“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კოლეგებს, საპარლამენტო დელეგაციის ისლანდიაში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
“ჩვენ დღეს ვიხილეთ ოპონენტის ძალიან „მგზნებარე“ გამოსვლა, რომლებიც გვამუნათებენ, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის.
საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, ისლანდიაში პირველი ვიზიტი წინა კვირას განხორციელდა. ეს იყო ისტორიული ვიზიტი. ისლანდია არის ნატო-ს დამფუძნებელი წევრი ქვეყანა და მას ზუსტად იმდენივე ხმა და წონა აქვს ამ ორგანიზაციაში, როგორც სხვა ქვეყნებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ისლანდიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, როგორც ადგილობრივ მედიაში ასევე, ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რის შემდგომაც გაკეთდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდამჭერი განცხადებები.
“ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე ისლანდია უპირობოდ დაუჭერს მხარს საქართველოს წევრობას“, -განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს