ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენი მისწრაფებები ნატო-სკენ არის შეუქცევადი და არ ექვემდებარება გადახედვას


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვაფასებთ ნატო-ს წევრის – თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი მისწრაფებები ნატო-სკენ არის შეუქცევადი და არ ექვემდებარება გადახედვას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
“მე მტკიცედ მწამს, რომ ალიანსი წარმოადგენს უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორს არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. საქართველო ზედმიწევნით იცავს ნატო-ს პრინციპებს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სტანდარტებით, ვალდებულებების პირნათლად შესრულებით და პრინციპებისადმი ერთგულებით – საქართველო სრულად თავსებადია ალიანსთან და ჩვენს მიერ ნატო-ს საერთაშორისო მისიებში აქტიურმა და წარმატებულმა მონაწილეობამ ცხადყო, რომ საქართველო არამხოლოდ უსაფრთხოების მიმღები, არამედ გამცემიც არის“, – განაცხადა სამხარაძემ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიურ სამმხრივ სხდომაზე.
აღნიშნული ფორმატის შეხვედრა ყოველწლიურად ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირი და ნატო არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი

ირაკლი ღარიბაშვილი – არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ ტერიტორიული პრობლემები უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ელი პარტნიორების აზრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სამწუხაროდ, დღეს არ ვართ იმ მოცემულობაში და მდგომარეობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ