
ავტორი
Front News საქართველო
ელენე ხოშტარიამ ალბათ, ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხოშტარია ცდილობს რაღაცნაირად შენიღბოს, ვითომ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს.
“ელენე ხოშტარიამ ალბათ, ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ.
გადარიცხვები იცით, რომ შეწყვეტილია რუსეთსა და საქართველოს შორის და მე მგონი ეს ახალი გზაა, ცდილობს, რომ რაღაცნაირად შენიღბოს, ვითომ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს