
ავტორი
Front News საქართველო
ყველა საკითხზე აქციის ჩატარება წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
“ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში, ორწელიწადნახევრის თავზე სავსე სხდომათა დარბაზს ვხედავთ. გუშინ, მინისტრის საათზე ოპოზიცია მობილიზებული იყო და მინისტრს თავიდან ბოლომდე მოუსმინეს, კითხვებიც კი დაუსვეს. ასე თუ გააგრძელებენ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის კარგი იქნება.
ეს ადამიანები საპარლამენტო ცხოვრებას ჯერ ვერ მივაჩვიეთ, მაგრამ ვაჩვევთ, ჯერ პირველ კლასში არიან და იმედია, მე-12 კლასში გადავლენ.
რაც შეეხება ამ საკითხზე საპროტესტო აქციების გამართვას, ყველა საკითხს რაღაც განზომილება აქვს. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო და ყველა საკითხზე აქციის ჩატარება წარმოუდგენელია. 9 აპრილის აქციამაც აჩვენა, რომ როდესაც საკითხი საინტერესო არ არის, მას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს