
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს.
“მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს. ოპონენტები როდესაც საუბრობენ, რომ ადამიანი მოწამლულია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა. კითხვას ბადებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას მისი პოლიტიკური მეგობრები, ადვოკატები ცდილობენ. ეს ყველაფერი ერთი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სააკაშვილი დაუძვრეს პასუხისმგებლობას და სასჯელი არ მოიხადოს.
რაც შეეხება „ემპათიას“, ამ ორგანიზაციამ სახელი „გაითქვა“ თავისი მოქმედებებით, ჯერ კიდევ შაქარაშვილის მძიმე მკვლელობის დროს. ძალიან ცუდად მოიქცნენ და არანაირი ნდობა არ აქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს