ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში დაემატება ჩანაწერი, რომელიც სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარება


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში დაემატება ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, გააუქმოს როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ.„დამოუკიდებლობის“ აღიარება.
ჩანაწერის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.
"ვფიქრობ, ბევრ თქვენგანს არ აქვს ინფორმაცია, რომ სირიის წინა მთავრობამ, რუსეთის ფედერაციის დავალებით, აღიარა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, ასევე აღიარა უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“, ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია ანგარიშში გაკეთდეს ჩანაწერი სირიის შესახებ, რომელიც არღვევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ორი მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდოთ სირიის ახალ მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება, პატივი სცეს და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს