
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღო.
“მე სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარის გაკეთება არ მიყვარს. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მე შემიძლია ვთქვა, რომ მას შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ “კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა”.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს