ნიკოლოზ სამხარაძე – კიდევ ერთი მცდელობაა, აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რომ მან შეიწყალოს სააკაშვილი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ მთავრობის დაუკითხავად მიუნხენის კონფერენციაზე გაემგზავრა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითებს, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი არის ახალი ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
“მინდა საზოგადოებას ვამცნო იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება. ისინი ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის სამწუხარო გარდაცვალების ფაქტს და სურთ ამაში პარალელები გაავლონ ანუ ისევ ამოქმედებულია ის ძველი, ასე ვთქვათ, ლობისტური ხაზები, რომლის შესახებაც ჩვენმა საზოგადოება ძალიან კარგად იცის და ეს კიდევ ერთი მცდელობაა, ასე ვთქვათ, აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რომ მან შეიწყალოს სააკაშვილი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე – ეს ყველაფერი ერთი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სააკაშვილი დაუძვრეს პასუხისმგებლობას

ნიკოლოზ სამხარაძე -კიდევ ერთხელ მივიღეთ ძალიან მკაფიო დადასტურება იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე