Logo

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
124
Frontnews image description

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰიონ დუ კიმს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ დონეზე თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ელჩის განცხადებით, კორეელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. აღინიშნა, რომ ტურიზმის სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება.

შეხვედრაზე საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კორეაში არაერთი მაღალი დონის ვიზიტი  განხორციელდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ ქვეყანას მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს და საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიურად უჭერენ მხარს ერთმანეთის პოზიციებს. აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ინტერესებს და ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები