ნიკოლოზ სამხარაძე – მნიშვნელოვანია ეუთო გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ ორგანიზაციად


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს.
სესიის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე, სადაც მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესია.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს მნიშვნელოვან როლს.
“ჩვენ ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ეს ორგანიზაცია თამაშობს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ხელშესახებ შედეგებს ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა კონფლიქტები ევროპაში, გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების მსგავსს გამოწვევებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ნიკოლოზ სამხარაძე – მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა დაგმონ ეს გადაწყვეტილება

ნიკოლოზ სამხარაძე – შეშფოთებული ვართ იმ ზეწოლით, რომელიც ეუთო/ოდირის მისიაზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან განხორციელდა