
ავტორი
Front News საქართველო
მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, უკრაინასთან ჰქონდეს მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები.
"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს. ჩვენ მუდმივად მხარს ვუჭერდით უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ერთი წუთითაც არ გადაგვიხედია ჩვენი პოლიტიკისთვის უკრაინასთან მიმართებით. ამიტომ, მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. მზად ვართ, უკრაინასთან გვქონდეს მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები. უკრაინის ხელისუფლება ამისთვის თუ მზად არის, რა თქმა უნდა, ამ მზადყოფნას ჩვენც მივესალმებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს