ნიკოლოზ სამხარაძე – მთავარია, 12 პუნქტი შესრულდეს იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეძლოს დადებითი გადაწყვეტილების მიღება

ავტორი
Front News საქართველო
“შეხვედრებზე მხარდაჭერა იყო გამოხატული საქართველოს წევრობის მიმართ ევროკავშირში და ჩეხეთის მხარემ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, აღგვითქვა მხარდაჭერა რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე იყოს დღის წესრიგში. ახლა მთავარია, ეს 12 პუნქტი შესრულდეს იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეძლოს დადებითი გადაწყვეტილების მიღება“,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.
მისი თქმით, შეხვედრებზე, რომელიც დღეს დელეგაციამ გამართა, ძირითად თემას ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენდა.
“ჩვენ შევხვდით ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს. ძირითადი საკითხები ამ შეხვედრებზე იყო ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, იმიტომ, რომ ჩეხეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ გავაცანით მათ იმ პროგრესის შესახებ, რომელიც გვაქვს 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშნელოვანია დროულად მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირმა“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე




