
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია ხიბლშია ჩავარდნილი, იციან, რომ ისინი მთავრობის რეალურ კაბინეტს ვერ დააკომპლექტებენ და ამიტომ ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებით თამაშობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დისკრედიტირებულია.
“ცდილობენ, რომ საზოგადოების თვალში საკუთარი სტატუსი და ფასი რაღაცნაირად ასწიონ, თუმცა ამას ჩრდილოვანი კაბინეტი ვერ უშველის, რადგან ეს ადამიანები სრულიად დისკრედიტირებული არიან, მათ შორის იმის გამო, რომ, როგორც აღმოჩნდა, ისინი ლობისტებს ქირაობენ, რათა საქართველო დაასანქცირონ და ქვეყნის იმიჯი დააზიანონ“, – განაცხადა სამხარაძემ.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „გამარჯვების პლატფორმას“ ეყოლება როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ისე ჩრდილოვანი კაბინეტი.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს