ნიკოლოზ სამხარაძე – ოთხი არხი გადაჭრილია პირდაპირ პოლიტიკაში, მათ საერთო არაფერი აქვთ ჟურნალისტიკასთან


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად ოთხი ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ტელეკომპანიები პოლიტიკაში არიან გადაჭრილები.
სამხარაძის თქმით, მათ საერთო არაფერი აქვთ ჟურნალისტიკასთან.
“ეს ოთხი არხი მანამდეც და ახლაც გადაჭრილი არიან პირდაპირ პოლიტიკაში. ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო ის, რომ ისინი შემოვარდნენ პლენარულ სხდომათა დარბაზში და პარლამენტს მორიგი სესიის ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რაც არის მიუღებელი ფაქტი.
შესაბამისად, მათ ძალიან ღიად წარმოაჩინეს თავისი სახე, რომ ისინი არიან პოლიტიკის ნაწილი და პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, რასაც მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს”, – განაცხადა სამხარაძემ.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა