ნიკოლოზ სამხარაძე - პოლიტიკოსობა შირმად არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ ვინმემ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს


ავტორი
Front News საქართველო
თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება. შესაბამისად, არანაირი კითხვა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, პარტიებს შორის პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანას კანონი, წესები და კონსტიტუცია აქვს.
„რაც შეეხება მათ განცხადებას პოლიტიკურ ბრძოლაზე, დიდი ხანია, ისინი პოლიტიკურ ბრძოლაში არიან მეტ-ნაკლები წარმატებით. პარტიებს შორის პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანას კანონი, წესები და კონსტიტუცია აქვს. საკანონმდებლო ჩარჩოს ყველა ადამიანმა, პოლიტიკოსი იქნება თუ არაპოლიტიკოსი, პატივი უნდა სცეს. ქვეყანაში სამართალი და კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს. პოლიტიკოსობა შირმად არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ ვინმემ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ, ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცული იქნება და ვიღაცას პრივილეგია არ ექნება, რომ კანონი დაარღვიოს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკოსია“, – განაცხადა სამხარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს