
ავტორი
Front News საქართველო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებას და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.
ნიკოლოზ სამხარაძემ პოლონელ დიპლომატთან შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს