
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ლატვიის პარლამენტის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ სამი ზღვის ინიციატივის საპარლამენტო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, გამართა შეხვედრები ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, ანდრის შპრუდსთან და ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის წარმომადგენელთან იანის კარლსბერგსთან.
შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით წარმოდგენილი რეკომენდაციები, ნატო-ს სამიტის მოლოდინები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.
„სამი ზღვის ინიციატივის საპარლამენტო ფორუმზე განვიხილეთ საქართველოს ინიციატივაში მონაწილეობის საკითხი. ეს არის ევროკავშირის 12 სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინიციატივა რომელიც ბალტიის, ადრიატიკის და შავი ზღვების ქვეყნების ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული შესაძლებლობების ზრდას ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველოსთვის ამ ინიციატივაში მონაწილეობა ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს