ნიკოლოზ სამხარაძე – საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთი დადასტურებულად არის ცნობილი როგორც ოკუპანტი


ავტორი
Front News საქართველო
“მე მინდა გითხრათ ჩვენო „სასიქადულო“ ოპონენტებო, რომ ამ “პრორუსულმა“ ხელისუფლებამ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და კიდევ ერთხელ დაამარცხა რუსეთი. ხომ ვერ მეტყვით თქვენი ხელისუფლების დროს სად დავამარცხეთ რუსეთი, რომელ საერთაშორისო ასპარეზზე ან რომელ საერთაშორისო სასამართლოში“? – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთს დაეკისრა 129 მილიონის გადახდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულთათვის.
“საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რუსეთი დადასტურებულად არის ცნობილი როგორც ოკუპანტი, არა მხოლოდ 2008 წლის ომის დროს და ომის შემდეგ, არამედ 2008 წლის ომამდეც, როდესაც ის ეფექტურად ახორციელებდა კონტროლს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონზე“- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტებზე. მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაცია აქტიურად გააგრძელებს ვიზიტებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
“პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ჩეხეთში ევროკავშირის სპიკერების კონფერენციაზე და არაერთი შეხვედრა ჰქონდა თავის კოლეგებთან, სადაც ერთხმად ყველგან აღნიშნული იყო პროგრესი რომელიც საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასევე, მე მქონდა მნიშვნელოვანი ვიზიტები დანიაში და შვედეთში. აქაც ცალსახად იყო გამოთქმული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ეს ვიზიტები გაგრძელდება. ჩვენ წლის ბოლომდე ვეწვევით 27-ე დედაქალაქს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე

ნიკოლოზ სამხარაძე – ძალიან სამწუხარო და გასაბრაზებელია ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთის წისქვილზე მოხდა წყლის დასხმა

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირი და ნატო არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი