
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ სლოვაკეთისგან მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე Twitter-ზე წერს.
“მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლორენჩკისა და თავდაცვის/უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე კრუპისგან საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ. ჩემს კოლეგებს ინფორმაცია მივაწოდე ოკუპირებული რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, შევთანხმდით, გავააქტიუროთ საპარლამენტო ურთიერთობები“, -წერს სამხარაძე.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს