ნიკოლოზ სამხარაძე - შემცდარან, თუ ჰგონიათ, რომ მადიარის გამარჯვება რაიმე შედეგს მოუტანთ

ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, ოპოზიციისთვის სასიხარულო არაფერია, იქიდან გამომდინარე, რომ პეტერ მადიარი სულ სხვა ტაქტიკას მიმართავდა და სხვაა ქართული ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პეტერ მადიარის გზავნილები დიდად არ განსხვავდებოდა ორბანის გზავნილებისგან.
„ეს ადამიანი სოფელ-სოფელ დადიოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა. მისი გზავნილები ვიქტორ ორბანის გზავნილებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას, ყველანაირი კავშირი აქვთ დაკარგული საკუთარ ამომრჩეველთან და არ მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოება იყოს დაცული. პირიქით, ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრიან. ამიტომ, შემცდარან, თუ ჰგონიათ, რომ მადიარის გამარჯვება რაიმე შედეგს მოუტანთ. ქართულ ოპოზიციასა და მადიარს სრულიად სხვადასხვა ტაქტიკა, სტრატეგია აქვთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე




