Logo

Logo

ნიკოლოზ სამხარაძე – შევახსენებ მათ შორის რუსეთს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლების მიერ გაფორმებული ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება ბათილია

პოლიტიკა
Frontnews image description

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს, რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამხარაძემ ოკუპაციის პრობლემაზე საუბრისას დაგმო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

"მსურს, ყურადღება გავამახვილო ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას. უმკაცრესად ვგმობ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოაჩენს რუსეთის მორიგ, სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და მოახდინოს საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიულად აღიარებული რეგიონების დე ფაქტო ანექსირება.

შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები