
ავტორი
Front News საქართველო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დიანა იანსეს შეხვდა.
საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყანაში გატარებული რეფორმები. შეხვედრისას განიხილეს ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგი, პარტიებს შორის თანამშრომლობა და პოლარიზაციის შემცირების გზები; აგრეთვე, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში საერთაშორისო თაღლითობის გამოვლენილი ფაქტები.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე. სტოკჰოლმი მზადაა საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი მიმართულებით.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ირაკლი ხუცურაული.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს