ნიკოლოზ სამხარაძე – თუ ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენი მხრიდან არ იქნება ამ განცხადების კრიტიკა


ავტორი
Front News საქართველო
ვინმე თუ მოგიწოდებს იმას, რომ დამნაშავე არ დასაჯო, ეს არის სამართლის პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.
სამხარაძის თქმით, ნებისმიერი ქვეყნიდან მსგავსი მოწოდების გაზიარება ვერ მოხდება, რადგან ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი.
“თუ ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, მაშინ არც ჩვენი მხრიდან არ იქნება ამ განცხადების კრიტიკა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დასაჯოს კრიმინალი იმიტომ კი არა, რომ კრიმინალი არაა, არ დასაჯოს იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკოსი, ეს ჩემთვის არ არის ევროპული ფასეულობები და ღირებულებები“, – განაცხადა სამხარაძემ.


ვიოლა ფონ კრამონი – ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში

ნიკოლოზ სამხარაძე – რეალურად ბოლო წლების განმავლობაში არც საშინაო პოლიტიკა გვქონდა, არც საგარეო, ჩვენი მთავარი პოლიტიკა იყო გადარჩენის პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი – ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით, ყველაფერს ამას ხაზს უსვამს