
ავტორი
Front News საქართველო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა.
მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები განიხილეს.
“უკრაინელ კოლეგასთან განვიხილეთ საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთო მიზნებს და ვებრძოლოთ საერთო საფრთხეებს. მოუთმენლად ველი მას თბილისში“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრა პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის – „ფორუმი 2000“ ფარგლებში გაიმართა.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს