ნიკოლოზ სამხარაძე – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ მოგვისმენია, რომ ისინი ემიჯნებიან პოდოლიაკის, დანილოვისა და არისტოვიჩის განცხადებებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელ კოლეგებთან საუბარი ბევრჯერ გვქონია და ხშირად უთქვამთ, რომ ეს ადამიანები უკრაინის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენენ. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ცოტა გაურკვევლობაა და კარგი იქნება, თუ მკაფიოდ გაემიჯნებიან ხოლმე ამ ადამიანების განცხადებებს უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
“მინდა, უკრაინის ხელისუფლებასა და საგარეო უწყებას შევახსენო მათივე მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმოდა, მათ შორის საქართველოში ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მინდა, გავახსენო პოდოლიაკის, არესტოვიჩისა და დანილოვის განცხადებები.
თუ ისინი ამ განცხადებებს არ ეთანხმებიან და ემიჯნებიან, ძალიან კარგია და მოხარული ვართ, მაშინ საქმე სხვა რამესთან გვქონია, მაგრამ თუნდაც, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ მოგვისმენია, რომ ისინი ემიჯნებიან პოდოლიაკის, დანილოვისა და არისტოვიჩის განცხადებებს. თუ ეს ადამიანები არ არიან ოფიციალური პირები, მაშინ ამაზეც უკრაინის საგარეოს განმარტებას მოვისმენდით, რომ ვიცოდეთ, ვინ ლაპარაკობს უკრაინის სახელით. უკრაინელ კოლეგებთან საუბარი ბევრჯერ გვქონია და ხშირად უთქვამთ, რომ ეს ადამიანები უკრაინის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენენ. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ცოტა გაურკვევლობაა და კარგი იქნება, თუ მკაფიოდ გაემიჯნებიან ხოლმე ამ ადამიანების განცხადებებს უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები“, – განაცხადა სამხარაძემ.
უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სამწუხაროდ, დღეს არ ვართ იმ მოცემულობაში და მდგომარეობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

ნიკოლოზ სამხარაძე ნაცმოძრაობას – თქვენ არც უკრაინა არ გადარდებთ, არც მშვიდობა გადარდებთ უკრაინაში და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ შოუები და იაფფასიანი სპექტაკლები დადგათ

ნიკოლოზ სამხარაძე – ეს პირველი განცხადება არ არის უკრაინის მხრიდან, რომელიც არამეგობრულია საქართველოს მიმართ