Logo

ნიკოლოზ სამხარაძე - ვაკვირდებოდი ყირგიზეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს, ვუსურვებ ყირგიზ ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურ განვითარებას

პოლიტიკა
244
Frontnews image description

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო მისიის წევრები, ყირგიზეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.​

„ჩემს კოლეგასთან ლევან მახაშვილთან ერთად, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო მისიის წევრი, ვაკვირდებოდი ყირგიზეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს. ვუსურვებ ყირგიზ ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურ განვითარებას“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები