ნიკოლოზ სამხარაძემ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ავტორი
Front News საქართველო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საუდის არაბეთის სამეფოში პოლიტიკურ საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს საუდ ალ-სატის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის შემდგომში კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რასაც ასევე ადასტურებს ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ვიზიტების ხშირი ურთიერთგაცვლა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეფორმების განხორციელების გზაზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე.
შეხვედრისას იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მხარეებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ აღნიშნულ რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.
ნიკოლოზ სამხარაძემ საუდის არაბეთს და მის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


