ნიკოლოზ სამხარაძემ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, რომელშიც ევროპისა და აშშ-ს სამხედრო, უსაფრთხოების და საგარეო უწყებების, აგრეთვე პარლამენტების უმაღლესი დონის თანამდებობის პირები მონაწილეობენ. ფორუმის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა დასავლეთის მხრიდან შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე, რეგიონში საქართველოს საკვანძო როლზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მის დესტრუქციულ ქმედებებზე, ასევე, მთიანი ყარაბაღის პოსტ-კონფლიქტურ გარემოებებზე და ავღანეთიდან ნატო-ს სამხედრო ძალების გასვლის შესაძლო შედეგებზე.
“ნატო-ს ჯარების მიერ ავღანეთის დატოვება, ასევე, რეგიონში რუსეთის მზარდი გავლენა საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას. დასავლეთმა უნდა შეიმუშავოს თანმიმდევრული სტრატეგია რეგიონთან მიმართებით და გააძლიეროს თავისი ჩართულობა. ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო გაღრმავდეს შავი ზღვის ქვეყნებთან კავშირები, განსაკუთრებით კი საქართველოსთან“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ასევე ფორუმის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან – იაცეკ ჩაპუტოვიჩთან და ნატო-ს ევროპული სარდლობის ყოფილ ხელმძღვანელთან – გენერალ ფილიპ ბრიდლოვთან. შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები, გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და დასავლეთის ხედვები აღნიშნულ რეგიონებთან.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


