“ნიკოლოზ ვაჩეიშვილის დროს ბაგრატის ტაძარი დაემსგავსა 22-ე საუკუნის გაუგებარ კონსტრუქციას”

ავტორი
Front News საქართველო
კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, გელათზე ექსპერიმენტები "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა.
"არც ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იმსახურებს იმას, რომ ზედ ექსპერიმენტები ვინმემ ატაროს, მაგრამ შერჩეულ იქნა სწორედ 2008 წელს და არა სხვა დროს, რაც არ უნდა ეს მტკივნეულად ეჩვენებოდეს ზოგიერთს, სწორედ გელათი საექსპერიმენტოდ და ეს ექსპერიმენტი, ჩვენ შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ 2020 წელს დასრულდა და ჩემი მინისტრობის პერიოდში არ გაგრძელდება"-განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანი საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
"ნიკოლოზ ვაჩეიშვილის დროს ბაგრატის ტაძარი დაემსგავსა 22-ე საუკუნის გაუგებარ კონსტრუქციას, თავისი რკინის ლიფტით, ამიტომ ვაჩეიშვილის ადგილზე კიდევ უფრო ნაკლებს და კიდევ უფრო ნელა ვისაუბრებდი"-განაცხადა წულუკიანმა.
თაგები:





