ნიკოლოზ ვაშაკიძე – თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა, ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია, კარგად მესმის მათი მდგომარეობის, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დაზვერვის განცხადება ძალზედ საეჭვოდ გამოიყურება. თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა (რაც აუცილებლად უნდა მოეთხოვოს!), ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაცმოძრაობის ხელისუფლების ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე წერს, რომელსაც 2000-2012 წლებში ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
მისი თქმით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უმძიმეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას.
“უკრაინის დაზვერვის განცხადება ძალზედ საეჭვოდ გამოიყურება. მითითებულ მოწყობილობას აწარმოებენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ან სანქციები აქვთ დადებული რუსეთზე, ან რომლებსაც რუსეთისთვის გადასაცემად საქართველოს დერეფანი არ სჭირდებათ. ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უმძიმეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას. ამდენად, თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა (რაც აუცილებლად უნდა მოეთხოვოს!), ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია. კარგად მესმის მათი მდგომარეობის, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია“, – წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnikoloz.vashakidze.3%2Fposts%2F4836990093078970&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”304″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


კახა ქემოკლიძე – “იარე ლიზამ” ავად თუ კარგად დისკუსია გააცოცხლა თემაზე, რომელიც ძალიან მივიწყებულია, ეს უკვე კარგია

კახა კალაძე – თუ მოგვცემენ სტატუსს, გაგვიხარდება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა

ირაკლი ღარიბაშვილი – რაც ხდება დღეს უკრაინაში, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის, ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია?