
ავტორი
Front News საქართველო
ქართველი ხალხის გადასაწყვეტია რა გზით წავიდეს და ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ არჩევნების შედეგებს. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, – ამის შესახებ გერმანიის “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” წევრმა ნილს შმიდტმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეშფოთებულები არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით.
“ჩვენ ძალზე შეშფოთებულები ვართ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით საქართველოში და მისი ევროპული მომავლის ბედით. ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, გავაჟღეროთ ორი ძალიან მკაფიო გზავნილი. პირველია ის, რომ ჩვენ ველით ოქტომბრის არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები დემოკრატიისა საქართველოს მომავლისთვის.
ქართველი ხალხის გადასაწყვეტია რა გზით წავიდეს და ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა აფასებს და უფრთხილდება დემოკრატიას. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები”, – განაცხადა ნილს შმიდტმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს