ნინა კობახიძე – ნუნუკა ჩემი საუკეთესო მეგობარია, მითვისება შორსაა მისგან, გაცემა, ზრუნვა დიდი დოზით

ავტორი
Front News საქართველო
სიამოვნებით ავიღებდი იჯარით იმ ტყეს მთლიანად წყნეთამდე რომ ადის, იქნებ კორპუსების ჩადგმისგან და ბეტონის ქალაქად ქცევისგან გადავარჩინო. ხეები რო ხმება, ფუჭდება, დაინტერესებული ვიღაც ტიპები ჩუმჩუმად ახმობენ და მერე წვავენ ეგებ კაი ბეტონის სახლი ჩადგან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქალები მომავლისთვის” ხელმძღვანელი და ბიზნესფედერაციის ბორდის თავმჯდომარე ნინა კობახიძე წერს.
“აუცილებლად ავიღებ იჯარით იმ ტყეს ჩემ სახლს რომ ესაზღვრება წყნეთში და მთელი 10 წლის მანძილზე ადამიანი არ მინახავს ამოსული, გაეკაფა და მოვლის მიზნით ეზრუნა ხეებზე.
ნუნუკას 5000 კვადრატი “ტყის “ სანახავად ჩავედი ბევრი წლის წინ ნაყიდ მიწას რომ ესაზღვრება და მის ირგვლივ უამრავი ჩაკვეხებული კოტეჯის, ჩუმად მითვისებული მიწების და სპეციალურად გაკაფული სასტუმროების ჩასადგმელი ტყის ფონზე – იქნებ ეს 5000 კვადრატი გადარჩეს, ვიცი, რომ მოუვლიან და შეინარჩუნებენ.
ნუნუკა ჩემი მეგობარია, ჩემი საუკეთესო მეგობარი ვინც არ იცის, ასე იყო 10 წლის წინ და ასე იქნება 10 წლის მერეც… მითვისება შორსაა მისგან, გაცემა, ზრუნვა დიდი დოზით.
ისე კი ყველას აქვს უფლება სახლის საზღვრების მიმდებარედ უპატრონოს, მოუაროს, დაიცვას სახელმწიფო ქონება და ტეხავს ქვეყნის მიმსაკუთრებლების მიერ, ერთ დროს, ყიჟინა ამაზე.
დაიცავით, მოუარეთ ქვეყნის ქონებას.. დაგიფასდებათ“, – წერს ნინა კობახიძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ნუნუკა თამაზაშვილს 5000 კვადრატი ტყე გადაეცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი აცხადებს, რომ ნუნუ თამაზაშვილმა აუქციონში გაიმარჯვა და 5958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 49-წლიანი იჯარით გადაეცა.
თაგები:





