Logo

ნინი გოგაშვილი – მე და ჩემს ოჯახის წევრებს დაგვიყდაღდა ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონება

პოლიტიკა
380
Frontnews image description

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილის ნინი გოგაშვილის ინფორმაციით, მას და მის ოჯახის წევრებს საკუთრებაში არსებული ქონება დაუყადაღდათ. 

 

“დამიკავშირდა გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი, რომელმაც მომახსენა, რომ მე და ჩემს ოჯახის წევრებს დაგვიყდაღდა ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონება, რის შესახებაც დაგვიბარეს გენერალურ ინსპექციაში, სადაც დეტალურად გავეცნობი ინფორმაციას, ამჯერად რის საფუძველზე აპირებენ ჩვენს შევიწროვებას.

 

ბიძინა ივანიშვილი ოპერატიულად ასრულებს თავის მუქარას, რაც გომელაურმა შეატყობინა ციხის საშხაპეში მამაჩემს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება რეალობას რაც იწვევს კეთილი ფილანტროპის განრისხებას.

 

ბრძოლა გრძელდება!”, – წერს გოგაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები