Logo

ნინო ბარაჩაშვილი – საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულება, რომ ეს ბიჭი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი

სამართალი
1269
Frontnews image description

საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არ გახლავთ დამნაშავე, პირიქით იგი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი თეა გოდოლაძის მხრიდან, – ამის შესახებ დაზარალებულის ადვოკატმა ნინო ბარაჩაშვილმა “იმედთან” განაცხადა. 

 

“თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა. თეა გოდოლაძეს ბრალი აქვს წარდგენილი ამ საკითხთან დაკავშირებით. 

 

საინტერესოა ის გარემოება, რომ თეა გოდოლაძეს ბრალი წარედგინა ამა წლის ივლისის თვეში, თუმცა, დღეს მისგან მოვისმინეთ კომენტარი, რომ თითქოსდა შოვში ტრაგიკული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდა პროკურატურის მხრიდან ამაზე ბრალის წარდგენა, რაც სრული სიცრუეა. 

 

საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არ გახლავთ დამნაშავე, პირიქით იგი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი თეა გოდოლაძის მხრიდან“,  – აცხადებს ნინო ბარაჩაშვილი.

თაგები:

Advertisement