Logo

ნინო ბურჯანაძე – სალომე ზურაბიშვილი, დიდი პატრიოტი რომ გახდა ახლა, მინისტრობას იმ პირობით დათანხმდა, თუ ელჩის ხელფასი – 16 ათასი ევროც შეუნარჩუნდებოდა

პოლიტიკა
09.11.2021 / 18:41
Frontnews image description

გასაგებია, რომ სააკაშვილს არ იცავს,  საქართველოს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს მაინც არ უნდა იცავდეს?! –  ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ახლა გახდა პატრიოტი, თავის დროზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას იმ პირობით დათანხმდა, თუ მას საფრანგეთის ელჩის ხელფასსაც შეუნარჩუნებდნენ. 

 

“მაინტერესებს, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მართლა მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა თავის დროზე.  რატომ ჩამოიყვანა, ეგ თქვენ იცით, მაგრამ მაგას მე არ ვიტყვი. რომელიც, სხვათაშორის, პირველად ვამბობ ამას, დათანხმდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობას იმ პირობით, რომ საფრანგეთის ელჩის 16 ათასი ევრო, ხელფასი შეუნარჩუნდებოდა და პლუს ექნებოდა მინისტრის ხელფასი. თორემ სხვანაირად არ გვეთანხმებოდა, დიდი პატრიოტი რომ გახდა ახლა და ემიგრაციის დიდი წარმომადგენელი.

 

საქართველოს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს მაინც არ უნდა იცავდეს?! გასაგებია, რომ სააკაშვილს არ იცავს. ხო არ ამბობს ნეტა სააკაშვილი, მეკუთვნის სალომე შენგანო, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. რაც გუშინ მოხდა  პრეზიდენტთან მიმართებაში, ელემენტარულად პრეზიდენტის ვალდებულება არის თუ არა, რამე რომ თქვას?!”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

 

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში 2003 წელს დაინიშნა. 2004 წელს კი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას არასოდეს შეიწყალებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები