Logo

ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

სამართალი
282
Frontnews image description

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აქტივისტსა და მასწავლებელს ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.

ნინო დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

Advertisement