
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების პროცესში. ალბათ, ველოდით კიდეც ამას , – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, “სამართლიანი არჩევნების” გუნდი გააგრძელებს ბრძოლას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წინააღმდეგ.
“საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონის ნორმების მოქმედება.
სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების პროცესში. ალბათ, ველოდით კიდეც ამას.
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ”, – წერს ნინო დოლიძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სარჩელები კი არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.
თაგები:
ნინო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს