
ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნებს დავაკვირდეთ მიუხედავად ყველაფრისა, რა ტიპის ზეწოლა იქნება თუ არ იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნებზე დავიცვათ იმ მოქალაქეების ნება, რომლებიც საკუთარ ნებას გამოხატავენ, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის გაცხადებული გეგმაა მონიტორინგის დაწყება.
“იცით, რომ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ვნახოთ, რას აპირებს მმართველი პარტია. არ ვიცით, რა შეიძლება იყოს მათი გეგმა. მათი გაცხადებული გეგმაა, რომ მონიტორინგს დაიწყებენ და ჯარიმები იქნება შემდეგ. დაველოდოთ, რა პროცესები იქნება, ამის მიხედვით შეგატყობინებთ ნაბიჯებს. ერთს გეტყვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნებს დავაკვირდეთ მიუხედავად ყველაფრისა, რა ტიპის ზეწოლა იქნება თუ არ იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნებზე დავიცვათ იმ მოქალაქეების ნება, რომლებიც საკუთარ ნებას გამოხატავენ”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
თაგები:
ნინო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს