ნინო დოლიძე – გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება


ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უარყოფითი, თუმცა ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს ჰქონდა ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ქართველების რაოდენობასთან დაკავშირებით, დამატებითი უბნები მაინც არ გახსნა.
“გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებითი უბნები შეიქმნას იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ. ისინი არიან იმ რაოდენობაზე მეტი, ვიდრე საკმარისია უბნების გახსნისთვის, თუმცა არ გაიხსნა უბნები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა ცესკოს, რომ ისინი იქ ცხოვრობენ.
სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უარყოფითი, თუმცა ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 სექტემბერს დაუშვებლად ცნო სამივე სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნას ითვალისწინებდა, მიუხედავად ემიგრანტების მოთხოვნისა, რომ გარკვეულ ქალაქებში მეტი უბანი გახსნილიყო.
თაგები:
ნინო დოლიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა